აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა, ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა, ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 159 კმ-ში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 4,5 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

მიწისძვრა თბილისის დროით 12:09 საათზე მოხდა.