აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხურმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახალი სანგრების გათხრა სცადეს, სომხური მხარე აღნიშნულს მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს
სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, სცადეს ახალი სანგრების გათხრა აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინ, ხოჯავენდის მიმართულებით, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი არმიის ქვედანაყოფების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე სამუშაოები შეჩერდა“, – აღნიშნავენ უწყებაში.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს.
„აზერბაიჯანი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ 9 სექტემბერს, დაახლოებით 19:25 საათზე, სავარაუდოდ, არცახის რესპუბლიკის თავდაცვის ძალებმა საფორტიფიკაციო სამუშაოები ჩაატარეს, ხოლო აზერბაიჯანის თავდაცვის ძალებმა ეს შეაჩერეს”, – ნათქვამია არცახის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების განცხადებაში.