აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად, 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, 282 კი დაშავდა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთთან დაპირისპირების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა და 282 დაშავდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ სამხედროების სია, რომლებიც მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციის დროს დაიღუპნენ. თავდაცვის სამინისტოს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან დაღუპულია 79 სამხედრო მოსამსახურე.
თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, კონფლიქტის ესკალაციის შედეგად დაშავებულია 282 სამხედრო მოსამსახურე. მათგან 43 პირს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და არმიის რიგებში დაბრუნდა, 115-ის მდგომარეობა ფასდება როგორც დამაკმაყოფილებელი, 103-ის საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 21 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა მძიმე რჩება.
ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, კონფლიქტის ესკალაციის დროს დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.