აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის განცხადება, კონტაქტის ხაზზე ვითარების გამწვავების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის განცხადება, კონტაქტის ხაზზე ვითარების გამწვავების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება

აზერბაიჯანი სომხეთის განცხადებას, კონტაქტის ხაზზე ვითრების გამწვავების შესახებ, სიცრუეს უწოდებს. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, სომხური წყაროების ცნობები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვითარების სავარაუდო გამწვავების შესახებ, სადაც დროებით რუსი სამხედროების კონტინგენტია განლაგებული, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„პუნქტებზე პოზიციები და ლოკაციები ზუსტდება. არანაირი შეტაკება და ინციდენტი არ მომხდარა. სომხური წყაროები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და ამძაფრებენ სიტუაციას. მიზანი არის პანიკური ატმოსფეროს შექმნა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი მიმართულებით წაყვანა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი იმ ზონაში, სადაც რუსი სამხედროები დგანან და ყარაბაღის რეგიონის სოფელ ფარუხში შეიჭრნენ“.