აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებების შესახებ მორიგ ცნობებს ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებების შესახებ მორიგ ცნობებს ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან თავდასხმები ხორციელდებოდა ხოჯავანის, ფიზულისა და გუბადლის რაიონების მიმართულებით.

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება საპასუხო ცეცხლის შედეგად მოწინააღმდეგე მხარის დანაკარგების შესახებ ავრცელებს ცნობას. მათ შორის, როგორც აზერბაიჯანული მხარის ცნობით, განადგურებულია ორი ტანკი, ორი გრადის სისტემა და 14-მდე სხვადასხვა შეიარაღება.