აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის პოზიციები დაცხრილეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის პოზიციები დაცხრილეს.
სამინისტროს განცხადებით, ბასარკეჩიარსკის რაიონის ზერქენდის დასახლებულ პუნქტში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს ქელბაჯარის რაიონის დემირჩიდამის დასახლებულ პუნქტში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ნაწილების მიმართულებით. სროლის შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს არავინ დაშავებულა.
სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე არსებულ ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.
სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.