აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში სომხეთის არმია ჯებრაილის რაიონის, ასევე მდინარე არაქსის ნაპირას მდებარე გათავისუფლებული სოფლების მიმართულებით საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებდა.
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის შეტევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე ამოქმედდა.