აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორია „ტოჩკა უ“ ტაქტიკური რაკეტით დაბომბა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორია „ტოჩკა უ“ ტაქტიკური რაკეტით დაბომბა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ტაქტიკური რაკეტა ბარდას რეგიონის წინააღმდეგ გამოიყენეს.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი რაკეტა რესტორანსა და სკოლას დაეცა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა.
ბაქოში აცხადებენ, რომ საარტილერიო დაბომბვამ ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანი და სატრანსპორტო საშუალებები დააზიანა.