აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მონაცემები დააზუსტა. უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 71 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.
უწყება გარდაცვლილთა სრულ სიასაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები მოხდა. შედეგად ორივე მხარეს არიან დაღუპულები. სომხეთის ინფორმაციით, დაღუპულია 105 ადამიანი.
მხარეები დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.