აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თოვუზის რაიონში სომხურმა მხარემ ცეცხლი გახსნა, არიან დაღუპულები
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თოვუზის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს.
სამინისტროს ცნობით, სროლის შედეგად ორივე მხარეს არიან დაღუპულები.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სროლები ამ დროისთვისაც გრძელდება.