აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, სომხეთში ბრალდებას უარყოფენ
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის, აღდამისა და გორანბოის რაიონის დაბომბვას აგრძელებენ.
სომხეთი კი ტერტერის დაბომბვის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშანა სტეპანიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანმა დილით ჩრდილოეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ნაწილში საბრძოლო მოქმედებები განაახლა.