აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბასარგეჩარის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა, სნაიპერული შაშხანებიდან, ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გახსნეს ქელბაჯარის, თოვუზისა და გადაბეის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილების მიმართულებით.

გარდა ამისა, თავდაცვის უწყების განცხადებით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის პოზიციები დაცხრილა ქალაქ შუშას მიდამოებშიც, სადაც დროებით რუსი ჯარისკაცები არიან განლაგებულნი.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს დანაკარგები არ არის, ხოლო ადგილზე არსებულ ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

სომხეთს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.