აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 27 ივნისს, ადგილობრივი დროით 20:40 საათზე სოფელ კოლაგირთან განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის დანაყოფს ცეცხლი ტოვუზის რაიონის მიმართულებით გაუხსნეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბაქოში აცხადებენ, რომ ამჟამად ტოვუზის მიმართულებაზე ვითარება სტაბილურია და ოპერატიულ მდგომარეობაზე კონტროლს აზერბაიჯანელი სამხედროები ინარჩუნებენ.