აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე ნებისმიერი პროვოკაცია მტკიცედ იქნება აღკვეთილი
სამმხრივი შეთანხმების მიუხედავად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების არსებობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობოები არიან განლაგებული, საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნავენ, ამ ტერიტორიების დელიმიტაცია, იქიდან სომხური ჯარების სრული გაყვანა და სომხური არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება სავალდებულოა.
„ვხელმძღვანელობთ რა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით, ნებისმიერი ტერორისტული აქტი და პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე, მტკიცედ იქნება აღკვეთილი და საპასუხო ღონისძიებები უფრო გამანადგურებელი იქნება“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.