აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი რამიზ ტაიროვი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკალს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება იყო.
შეხვედრის დროს ჰულუსი აკალმა განაცხადა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ პროვოკაციაზე პასუხს აგებს.
„მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის ტოვუზის რაიონზე განხორციელებულ თავდასხმას. აზერბაიჯანის ტკივილი – ჩვენი ტკივილია. აზერბაიჯანელი სამხედროების სიკვდილი პასუხგაუცემელი არ დარჩება“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკალმა.