აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ზურაბ პატარაძეს შეხვდა
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ზურაბ პატარაძეს შეხვდა, – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აზერბაჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისკენ მთელ ძალისხმევას მიმართავს.