აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის დელეგაცია საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს პირველი არხი აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის დელეგაციას მასპინძლობს. დელეგაციასთან დღეს შეხვედრა გამართა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
სტუმრებმა დაათვალიერეს მაუწყებლის სტუდიები, ახალი ცენტრალური საეთერო, ინტეგრირებული ნიუსრუმი და გაეცნენ ახალი შენობის მშენებლობის პროცესს.
ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა დეპარტამენტთან, მათ შორის, ჯგუფთან „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ამოცანაა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართულობა და მაუწყებლის წარმოებულ მედიაპროდუქტებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრირების უზრუნველყოფა.