აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომეხი სამხედროებისა და ყარაბაღის მეორე ომის დროს, ასევე მის შემდეგ დაკავებული სხვა პირების უმეტესობა აზერბაიჯანმა სომხეთში დააბრუნა
სომეხი სამხედროების და ყარაბაღის მეორე ომის დროს, ასევე მის შემდეგ დაკავებული სხვა პირების უმეტესობა აზერბაიჯანმა სომხეთში დააბრუნა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა განაცხადა.
აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, ბაქოს ერევნისთვის არ გადაუცია მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირები.
„ომის დანაშაულების, ტერორიზმის ან სეპარატიზმისთვის სასამართლო პროცესები ამჟამად მიმდინარეობს. ისინი კვლავ დაკავებული არიან და ამას რასობრივ დისკრიმინაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ელნურ მამედოვმა.
პარალელურად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სომხეთმა უპასუხოს აზერბაიჯანის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.