აზერბაიჯანის საგარეო უწყება - მთიანი ყარაბაღის ქალაქ ხანკედიში ნიკოლ ფაშინიანის განცხადებები ადასტურებს, რამდენად გულმავიწყი და უმწეო ადამიანია
მთიანი ყარაბაღის ქალაქ ხანკედიში ნიკოლ ფაშინიანის განცხადებები ადასტურებს, თუ რამდენად გულმავიწყი და უმწეო ადამიანია ის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის პრეზიდენტის პოპულისტური განცხადებები რეალობისგან შორსაა შიდა აუდიტორიისთვის იყო გათვლილი.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრის აგრესიული განცხადებები ცხადად ეწინააღმდეგება კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების სულისკვეთებას, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელ შეხვედრებს. ეს ასევე არის დარტყმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესზე. სომეხი პოლიტიკოსების განცხადებები არ შეესაბამება თავად სომხეთის პოზიციას კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაზე. ხანკედიში ნიკოლ ფაშინიანის სიტყვით გამოსვლამ მისი ნამდვილი სახე გამოაჩინა“ – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რეგიონის დაძაბულობაზე, ათასობით იძულებით გადაადგილებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რომლებიც ეთნიკური წმენდის მსხვერპლები არიან და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ძირის გამოთხრაზე, პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.
5 აგვისტოს, მთიან ყარაბაღში სტუმრობისას, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ არცახი სომხეთია.