აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარიზში შეხვედრაზე ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრეს
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ერთმანეთს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში შეხვდნენ.
მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპშიკი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა აზრები გაცვალეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, რეგიონში არსებული ახალი რეალობის გათვალისწინებით.