აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანი მზად არის, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მკაცრი დაცვის საფუძველზე მოხდეს
აზერბაიჯანი მზად არის, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მკაცრი დაცვის საფუძველზე მოხდეს, – ამის შესახებ საუბარია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური ბაქო სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულებები რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
პარალელურად, განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტიც. ილჰამ ალიევის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ისტორიის საკუთრებაა. 2020 წლის 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო. 44-დღიანი დაპირისპირების შემდეგ, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარა.