აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - გულმხურვალე მილოცვა ჩვენ მეგობარ ქართველ ხალხს
გულმხურვალე მილოცვა ჩვენ მეგობარ ქართველ ხალხს, – ამ სიტყვებით მიულოცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი.
„ჩვენი გულმხურვალე მილოცვა კეთილმეზობლურ და მეგობრულ საქართველოს და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს”, – წერია სოციალურ ქსელ Twitter-ში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.