აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ჟენევაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი დღეს ჟენევაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდება.
შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრის ვიზიტის მიზანია ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისთვის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციის წარდგენა.