„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს“ აქციონერთა კრებამ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილების და შესაბამისი მომართვის საფუძველზე მომზადებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია, შესაბამისად, ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო“ არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება”,- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

უწყების შეფასებით, აღნიშნული პროცესების შემდგომ სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი, დეპოზიტართა მოთხოვნები.

თანხების მისაღებად, რომლებიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით არ არის დაზღვეული, კრედიტორებმა სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” ლიკვიდატორ როინ ცაციაშვილს უნდა მიმართონ.