აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინის წესები გამკაცრდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
14 ივნისის ღამის 12:00 საათიდან 16 ივნისის დილის 6:00 საათამდე რამდენიმე ქალაქში სრული იზოლაცია გამოცხადდა.
ეს ქალაქებია: ბაქო, განჯა, სუმგაითი, ლენქორანში, ევლახი, ისმაილი, ქურდამირი და სალიანი.
აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების დატოვებას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს.
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.
აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ „კოვიდ-19“-ის 9 570 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 115 პირი.