აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაბადების დღე მიულოცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები და კეთილდღეობა უსურვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილოცვაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობასა და თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.