აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ილჰამ ალიევი ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ალიევმა ლუკაშენკოს წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ბელორუსის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას ყურადღებისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.