აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევი აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახსნილი ცეცხლის გახსნის შედეგად 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ ცნობებს, რომ სომხეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმები განხორციელდა შამქორის, თოუზის, აღდამისა და ბარდის რაიონების დასახლებული პუნქტები.
კერძოდ, მათი ცნობით, შამქორის რაიონში დასახლებულ პუნქტ საბირკენდის მიმართულების ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ტოჩკა-უ“-დან 10 რაკეტა ისროლეს.
ამასთან ერთად, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს ცნობებს მოწინააღმდეგე მხარის მომარაგების პუნქტებისა და ჯავშანტექნიკის განადგურების შესახებ.
მათივე ცნობით, ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია სომხეთის კუთვნილი 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა.