აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციისთვის გეგმა უკვე მზად აქვს
აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციისთვის გეგმა უკვე მზად აქვს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.
„შესაბამისმა სტრუქტურებმა შეიმუშავეს ყარაბაღის სომხური სოციალ-ეკონომიკური ინტეგრაციის ფართო გეგმა“.
მისი თქმით, ბაქო მზად არის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობასთან მოლაპარაკებისთვის და მათი ჰუმანიტარული საჭიროებების მოსასმენად.
ჰაჯიევის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანის ინიციატივა იყო.