აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ სომხეთმა აბშერონის, ხიზისა და მინგეჩაურის მიმართულებით რაკეტები გაისროლა, სომხეთი ინფორმაციას უარყოფს
აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ სომხეთმა აბშერონისა და ხიზის, ასევე მინგეჩაურის მიმართულებით რაკეტები გაისროლა. მათი ცნობით, არიან დაშავებულებიც.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევი „ტვიტერზე“ წერს, ხიზისა და აბშეონის რეგიონის მიმართულებით ორი საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტა გაისროლეს, ორი რაკეტა გაისროლეს მინგეჩაურის მიმართულებითაც.
სომხეთი აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.