აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი - სომხეთზე გამავალმა ზანგეზურის დერეფანმა აზერბაიჯანისთვის მიმზიდველობა დაკარგა, დერეფნის გაკეთება ირანთან შეგვიძლია
სომხეთზე გამავალმა ზანგეზურის დერეფანმა აზერბაიჯანისთვის მიმზიდველობა დაკარგა და დერეფნის გაკეთება აზერბაიჯანს ირანთან შეუძლია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჰაჯიევის თქმით, აზერბაიჯანი ზანგეზურის დაკავებას არ გეგმავს.
„ჩვენი დღის წესრიგი მხოლოდ სატრანსპორტო კავშირებისა და დაკავშირებადობის მშენებლობას ეხებოდა ორმხრივი ჩართულობის ფარგლებში. ეს თუ ასეა, დიახ, მაგრამ თუ არა, მაშინ კარგი. ის ჯერ კიდევ მაგიდაზეა, მაგრამ სომხურმა მხარემ უნდა აჩვენოს, რომ ისინი ნამდვილად დაინტერესებულნი არიან ამით“, – განაცხადა ჰიკმეთ ჰაჯიევმა.
პარალელურად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უმოკლეს დროში სამშვიდობო ხელშეკრულების დადების რეალური შანსები არსებობს.