აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიკმეთ გაჯიევი - აზერბაიჯანის ტერიტორიიდან რუსი სამშვიდობოების ვადამდე გაყვანის გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მიიღო
აზერბაიჯანის ტერიტორიიდან რუსი სამშვიდობოების ვადამდე გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მიიღო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, აზერბაჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეტ გაჯიევმა განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია, აზერბაიჯანისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად შესაბამის ზომებს იღებენ.
2020 წლის შეთანხმებით, ყარაბაღის რეგიონში რუსი სამხედრო კონტიგენტი 2025 წლამდე უნდა დარჩენილიყო.