აზერბაიჯანის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის ძალების გაყვანის გრაფიკს ითხოვს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის ძალების გაყვანის გრაფიკს ითხოვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის ძალების გაყვანის გრაფიკს ითხოვს. მისი თქმით, გრაფიკი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა უნდა დაამტკიცონ.

„ჩვენ უნდა წარმოგვიდგინონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის ჯარების გაყვანის გრაფიკი, რომელიც უნდა დაამტკიცონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, შუამავალმა ქვეყნებმა“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია ცალმხრივად, ეს უნდა იყოს ორმხრივი გადაწყვეტილება და ერთობლივად უნდა შესრულდეს.

„მთავარი გზავნილია სომხეთისთვის – ჩვენ არ ვართ სომხურ მიწაზე, ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“ , – წერს ალიევი.