აზერბაიჯანის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შესახებ თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შესახებ თურქ კოლეგას ესაუბრა. ილჰამ ალიევისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატალეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ლიდერის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ერდოღანმა დაურეკა ალიევს და მიუსამძიმრა აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების დაღუპვის გამო, რაც შეხების ხაზზე სომხეთის სამხედრო პროვოკაციის შედეგად მოხდა. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის აზერბაიჯანის გვერდითაა“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.