აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ორი ქვეყნის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველო – აზერბაიჯანს შორის არსებული გამორჩეული პარტნიორობა და ერთობლივი ენერგო და სატრანსპორტო პროექტების მიმართ ერთგული დამოკიდებულება უკეთესი მომავლის მომტანია მილიონობით ადამიანისთვის რეგიონსა, თუ მსოფლიოში.