აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა.
ინფორმაცია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
აზერბაიჯანის პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ალი ასადოვმა ეს გამარჯვება შეაფასა, როგორც მეგობარი ქართველი ხალხის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კურსისადმი.
„წერილში გამოთქმულია რწმენა, რომ არჩევნების შედეგები ემსახურება საქართველოს პროგრესს და შემდგომ კეთილდღეობას, ასევე, ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია ორ ხალხს შორის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.