აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებული თანამშრომლობა, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას.
„ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები. აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებთ ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დღეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობა ეფუძნება ამ დიდი ტრადიციების ერთგული ჩვენი ხალხების ნებას. მჯერა, ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივად განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტები და თანამშრომლობა, რომელიც დღითიდღე ფართოვდება, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრებს და გულწრფელ განხილვებს. დარწმუნებული ვარ, მთავრობათაშორისი კომისიების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და მიღწეული შეთანხმების რეალიზება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.