აზერბაიჯანის პრემიერი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად ხელახალ დანიშვნას ულოცავს
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მეორედ დანიშვნას ულოცავს.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, ალი ასადოვმა გიორგი გახარიას მისალოცი წერილი გაუგზავნა.
წერილში აზერბაიჯანის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ დანიშვნა ხელს შეუწყობს ქვეყნის პროგრესს და კიდევ უფრო გაძლიერებს მის საერთაშორისო პოზიციებს, ასევე დაეხმარება ორი ერის მეგობრობის ტრადიციებზე დაფუძნებული აზერბაიჯანულ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი გიორგი გახარიას წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.