აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები ითხოვენ, გაუქმდეს შეთანხმებები აშშ-თან და შეჩერდეს USAID-ის პროექტები
აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს, მიმართეს თხოვნით, გააუქმოს შეთანხმებები აშშ-თან და შეაჩეროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტები.
ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე პარლამენტის სპიკერმა საჰიბა გაფაროვამ განაცხადა.
„აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც ატარებს დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ჯაფაროვამ.
მან ასევე მოიყვანა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სიტყვები, რომ „არავის შეუძლია, რამე უკარნახოს აზერბაიჯანს და ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში“.