აზერბაიჯანის მთავრობა ბაქოსა და ექვს ქალაქში მკაცრი კარანტინის რეჟიმის ორი კვირით გახანგრძლივებას გეგმავს
აზერბაიჯანის მთავრობა ქვეყანის დედაქალაქ ბაქოსა და ექვს ქალაქში დაწესებული მკაცრი კარანტინის რეჟიმის კიდევ ორი კვირით გახანგრძლივებას გეგმავს.
შესაბამისი განცხადება საგარეო პოლიტიკის საკთხებში პრეზიდენტის თანაშემწემ, ხიგმეტ გაჯიევმა გააკეთა.
გაჯიევის თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აღნიშნულ პრაქტიკას მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში იყენებენ.
აზერბაიჯანში სპეციალური კარანტინის რეჟიმი პირველ აგვისტომდეა ძალაში.
ამასთან, ბაქოსა და ექვს ქალაქში განსაკუთრებით მკაცრი კარანტინის ზომები მოქმედებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ქალაქებში ობიექტების უმრავლესობა დახურულია.
მოსახლეობას სახლიდან გასვლა დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათით შეუძლია, ისიც მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე.