აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი მთავრობას საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი მთავრობას საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება საერთაშორისო ურთიერთობათა და პარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ დაამტკიცა, რომელსაც ოფიციალური ბაქო ანტიაზერბაიჯანულად აფასებს.
მილი მეჯლისის კომიტეტში მიიჩნევენ, რომ, საფრანგეთის მხრიდან ანტიაზერბაიჯანული ქმედებების გაგრძელების გათვალისწინებით, აზერბაიჯანის მთავრობამ საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს. კერძოდ, გაყინოს აზერბაიჯანში საფრანგეთის ოფიციალური პირების აქტივები ასეთების აღმოჩენის შემთხვევაში.
ამასთან, კომიტეტი გამოდის ქვეყნიდან ფრანგული კომპანიების გაძევების ინიციატივით, მათ შორის TotalEnergies-ის. ამასთან, დეპუტატები ითხოვენ, რომ ფრანგულ კომპანიებს აეკრძალოთ აზერბაიჯანის სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობა.
ამასთან, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ზომები კუნძულების კანაკის, მაოჰი ნუისა და კორსიკის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართულებით.