აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, გათავისუფლებულ ქალაქ ფიზულიში სამხედროებმა აზერბაიჯანის დროშა აღმართეს
აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, გათავისუფლებულ ქალაქ ფიზულიში სამხედროებმა აზერბაიჯანის დროშა აღმართეს. აზერბაიჯანული მედია დაცარიელებული ქალაქის ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვიდეომასალა სწორედ ფიზულიშია გადაღებული.
ბაქოში ამბობენ, რომ ფიზულის მიმართულებაზე აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხეთის არმიის მიერ ბრძოლის ველზე მიტოვებული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა ჩაიგდეს ხელთ. აზერბაიჯანში ამტკიცებენ, რომ სომხურ მხარეს ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგები აქვს.