აზერბაიჯანის ხელისუფლება საომარი მდგომარეობის რეჟიმს 12 დეკემბრიდან მოხსნის
აზერბაიჯანის ხელისუფლება საომარი მდგომარეობის რეჟიმს 12 დეკემბრიდან მოხსნის. შესაბამისი დადგენილება აზერბაიჯანის პარლამენტმა უკვე მიიღო.
„დამტკიცდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ“, – ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განკარგულებაში.
დოკუმენტის თანახმად, საომარი მდგომარეობა გაუქმდება 12 დეკემბრის ღამის 12:00 საათიდან. საომარი მდგომარეობის რეჟიმი აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე 28 სექტემბერს, ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით დაწესდა.