აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებებს მიუღებლად მიიჩნევს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ ბაქოს მოლაპარაკებები თვითგამოცხადებულ რეჟიმთან შესთავაზა, რაც სამშვიდობო პროცესზე მორიგ დარტყმად შეიძლება შეფასდეს.
„ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ ასევე გვსურს ჩვენი მიწა. ვიდრე მიწები არ დაბრუნდება, მშვიდობა არ იქნება. სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ ეს კარგად უნდა გაიგოს. ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანაა“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ სომხეთის ხელისუფლება ოკუპაციის პოლიტიკას განაგრძობს, ბაქო ერევნის იზოლაციას გააგრძელებს და სომხეთს განადგურებამდე მიიყვანს.