აზერბაიჯანის ხელისუფლება ბაქო-თბილისი-ანკარის ჩქაროსნული მატარებლის ამოქმედებას გეგმავს
აზერბაიჯანის ხელისუფლება ბაქო-თბილისი-ანკარის ჩქაროსნული მატარებლის ამოქმედებას გეგმავს. აზერბაიჯანის რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, აზერ ფარაჯოვმა განაცხადა, რომ მატარებელი, შესაძლოა, კომპანია „შტადლერის“ წარმოებული იყოს.
„ჩვენი ზომების პოსტპანდემიური პაკეტის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი სახმელეთო საზღვრების გახსნის შემთხვევაში, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ბაქო-თბილისი-ანკარა მარშრუტზე, შესაძლოა, ამოქმედდეს“, – განაცხადა აზერ ჯაფაროვმა.
ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი დაკეტილია კოროვირუსული შეზღუდვების გამო, ამიტომ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი.
პანდემიამდელ პერიოდში თბილისიდან ბაქომდე მატარებლით 12 საათში იყო ჩასვლა შესაძლებელი.