აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო - ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.
გუშინ, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა აუდიომასალა, სადაც საუბარი იყო, რომ ქვეყნის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული ადამიანები იმყოფებოდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.