აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე სომეხ ბიზნესმენზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე სომეხ ბიზნესმენზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს იარაღის, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის კონტრაბანდის ორგანიზების ბრალდებით, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა კომპანია „სომეხის“ გენერალურ დირექტორზე, არა აბრამიანზე, რომელიც ასევე არის რუსეთის სომეხთა კავშირის ხელმძღვანელი, კომპანიების ჯგუფის, „ტაშირის“ უფროსზე, სამველ კარაპეტიანზე და კომპანია, „როიალსის ენჯინეერინგის“ ხელმძღვანელზე, დავით გალუსტიანზე.
მედიის ცნობით, ფაქტზე 2021 წლის 28 აპრილს, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. გამოძიება დაევალა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტს.