აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 31 და დაშავდა 164 მშვიდობიანი მოქალაქე
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 31 და დაშავდა 164 მშვიდობიანი მოქალაქე

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ, აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების მისამართით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა 31 და დაშავდა 164 მშვიდობიანი მოქალაქე.

გენერალური პროკურატურის განცხადებას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზიანებული ან დანგრეულია 142 სამოქალაქო ობიექტი და 1 054 საცხოვრებელი სახლი.

სროლის შედეგად ფიზულის რაიონში მძიმედ დაიჭრა სამი სამოქალაქო პირი და ერთი განმნაღმველი.

შეგახსენებთ, თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლებიდან გარდაიცვალა მათი თავდაცვის ძალების 376 სამხედრო.