აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცა
აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დაამტკიცა. ალიევი საპრეზიდენტო კანდიდატად მმართველმა პარტიამ დაასახელა.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია 11 აპრილს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ბოიკოტი უცხადებს.
წინასაარჩევნო კამპანია აზერბაიჯანში 19 მარტს დაიწყება და 10 აპრილამდე გაგრძელდება.
57 წლის ალიევს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი უკვე მეოთხედ სახელდება პრეზიდენტობის კანდიდატად.
აზერბაიჯანის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა.