აზერბაიჯანის არმიამ ფართომასშტაბიანი ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლება დაიწყო
აზერბაიჯანის არმიამ ფართომასშტაბიანი ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლება დაიწყო.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 100 ერთეულზე მეტი ტანკი და ჯავშანტექნიკა, 120 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საარმიო და საფრონტო ავიაცია და სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი.
სამხედრო წვრთნების დროს განიხილება ისეთი საორგანიზაციო საკითხების შემუშავება, როგორიცაა მოწინააღმდეგის დაჯგუფების გასანადგურებლად პრევენციული დარტყმებით მთიან ზონაში კონტრიერიშით ოპერაციების წარმოება და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ხელსაყრელი ხაზების კონტროლი.
სამხედრო სწავლება მთიან, კლდოვან და ტყიან ადგილებში ჩატარდება. სამხედრო წვრთნები 20 სექტემბერს დასრულდება.